კეთილშობილის კეთილშობილება - კვირის პალიტრა

კეთილშობილის კეთილშობილება

აიდაჰოს შტატის ქალაქ პოკატელოს ზოოპარკის ბინადარი "კეთილშობილი ირემი", სახელად შუტერი მართლაც კეთილშობილურად მოიქცა და მისთვის დადგმულ სასმელი წყლის მოზრდილ ჭურჭელში ჩავარდნილი ვირზაზუნა დახრჩობას გადაარჩინა.

თვითმხილველთა თქმით, აღელვებული შუტერი ჯერ რქებით ცდილობდა განწირულის შველას, მაგრამ რქები ავზში ვერაფრით ჩაატია, შემდეგ ჭურჭელში ფეხის ჩაყოფაც სცადა. საბოლოოდ კი პირით ფრთხილად ამოიყვანა შეშინებული მღრღნელი და ბალახზე დასვა, მან კი მაშინვე ბუჩქებში დურთა თავი...

"კეთილშობილი ირემი" საკმაოდ აგრესიული და ძლიერი ცხოველია, ამიტომ შუტერთან ვოლიერში შესვლას ზოოპ[არკის თანამშრომლები სასიამოვნო საქმედ არ მიიჩნევენ.