ევროპას საჰარის უდაბნო "უტევს"?! - კვირის პალიტრა

ევროპას საჰარის უდაბნო "უტევს"?!

როგორც ჩანს, ევროპას საჰარის უდაბნო "საფრანგეთის მიმართულებიდან უტევს".

ბორდოდან 60 კმ-ის დაშორებით, არკაშონის პროვინციის ქალაქ პილეს სანაპიროზე არსებული ქვიშის დიუნი ევროპის ტერიტორიაზე ყველაზე დიდია - მისი მოცულობა 60 მლნ კუბური მ-ია, სიგრძე - 3 კმ, ხოლო სიგანე 0,5 კმ. ამჟამად დიუნის სიმაღლე 107 მ-ია. მთავარი კი ის არის, რომ ქვიშის მთა ნელ-ნელა, მაგრამ განუწყვეტლივ მოძრაობს ქვეყნის სიღრმისკენ და ერთიმეორის მიყოლებით შთანთქავს გზებსა თუ შენობებს!