"გაგას დღე” ტაივანზე - კვირის პალიტრა

"გაგას დღე” ტაივანზე

ახლახან ლედი გაგა საგასტროლოდ პირველად ჩავიდა ტაივანში, სადაც უაღრესად პოპულარულია.

მომღერალს 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქ ტაიჩუნგში მოუწია გამოსვლამ. გახარებულმა ტაიჩუნგის მერმა ჯეისონ ჰუმ 4 ივლისი ამიერიდან "გაგას დღედ" გამოაცხადა. გაგას კი  საჩუქრად სპეციალური ჩინური ფარანიც მიართვა... "ფორბსის" რეიტინგებით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად აღიარებული სუპერვარსკვლავის პატივსაცემად რამდენიმე ათასი კუნძულელი "გაგას სტილში" გამოეწყო - მათ მომღერლის თითქმის ყველა ექსტრავაგანტური კოსტიუმი "წარმოადგინეს".