გვინეტი ისევ "ნორჩია" - კვირის პალიტრა

გვინეტი ისევ "ნორჩია"

გვინეტ პელტროუმ, რომელიც სიშიშვლის მიმდევარი დიდად არ არის, აღმოაჩინა, რომ "ფორმაში ყოფნის"  დასამტკიცებლად გარშემო ყველა იხდის, განსაკუთრებით "არც მთლად ნორჩი" სუპერვარსკვლავები.

38 წლის გვინეტმაც გაიხადა, რასაკვირველია, მხოლოდ ჟურნალისთვის... საერთო აზრით, ვარსკვლავს მართლაც 20 წლის გოგონას სხეული აქვს - თურმე გვინეტი კვირაში 6 დღეს დიეტას იცავს და სისტემატურადაც ვარჯიშობს. მან უკვე გამოუშვა საკუთარი კულინარიული წიგნი და ახლა სპეციალური სავარჯიშო დარბაზების გახსნასაც აპირებს.