ნაცისტი მოსი - კვირის პალიტრა

ნაცისტი მოსი

პოდიუმის მეგავარსკვლავ კეიტ მოსს საკუთარ მამულში გამართული სამდღიანი ქორწილი მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა.

37 წლის კეიტმა ფაქტობრივად თავად "მოიყვანა ქმრად" 46 წლის მუსიკოსი ჯეიმი ჰინსი. ბომონდის აზრით, კეიტის ქორწილს "ნაცისტური ელფერი" დაჰკრავდა: მან არ "იკმარა", რომ ანტისემიტიზმში შემჩნეული დიზაინერის ჯონ გალიანოს საქორწინო კაბა ეცვა, სტუმრადაც გალიანოსთან ერთად ნაცისტური გამოსვლებით ცნობილი მუსიკოსი ბობ გილესპი და სტილისტი ჯეიმს ბრაუნი მიიწვია...

თუმცა სკანდალურ სტუმრებს ამჯერად თავი არ გამოუჩენიათ, ხოლო ყურადღების ცენტრში ნაომი კემპბელი, სტელა მაკარტნი, ჯუდ ლოუ და სხვა ვარსკვლავები იყვნენ. ქორწილის გაშუქების ექსკლუზიური უფლება ჟურნალ Vogue-ს მიეცა. ფოტოებს ცნობილ ფოტოგრაფ მარიო ტესტინოსთან ერთად კეიტის 15 წლის ქალიშვილი ლილაც იღებდა.