ჩემპიონი "მშენებელი" - კვირის პალიტრა

ჩემპიონი "მშენებელი"

ბრაიან ბერგი, რომელსაც ბანქოთი მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი შენობის ასლი აქვს აშენებული და გინესის რამდენიმე რეკორდის ავტორია, ამჟამად  სამხრეთ აფრიკაში "მასტერკლასებს" ატარებს.

საინტერესო ისაა, რომ ბრაიანი არ იყენებს არავითარ საყრდენს, წებოს ან  დამჭერ საშუალებას, მისი ნაგებობები არ ინგრევა, რადგან თავის შედევრებს არქიტექტურისა და გეომეტრიის კანონების სრული დაცვით "აშენებს". თითოეული ბანქო მკაცრად განსაზღვრული კუთხით იდება და კონსტრუქცია, საკუთარი წონის გარდა, არაფერს უჭირავს!