ობობა "ურწმუნოთა ქვეყნიდან" - კვირის პალიტრა

ობობა "ურწმუნოთა ქვეყნიდან"

რომის პაპ ბენედიქტე XVI-ს პრაღაში სიტყვით გამოსვლისას სამოსზე დიდი ობობა შეაცოცდა. პაპმა თავდაპირველად ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ როცა მწერმა მის

ყურამდე მიაღწია, 82 წლის პონტიფიკოსმა მისი ჩამოგდება სცადა. უშAედეგოდ. პაპის სიტყვის დასრულებამდე კი, რომელშიც ბენედიქტემ კომუნისტური რეჟიმი კათოლიკური ეკლესიის დევნაში დაადანაშაულა, ობობამ პაპის ყურის ნიჟარაში პაწია ქსელის გაბმაც მოასწრო... საგულისხმოა, რომ ვიზიტის წინ ბენედიქტე XVI-მ ჩეხეთს "ევროპის ყველაზე ურწმუნო ქვეყანა" უწოდა.