ოთხცოლიანი ქორწილი - კვირის პალიტრა

ოთხცოლიანი ქორწილი

სამხრეთაფრიკელმა 44 წლის მილტონ მბგელემ ერთდროულად 4 ქალი შეირთო ცოლად. პატარძალთაგან ერთ-ერთი 23 წლისაა. მბგელემ, რომელიც ქალაქ ინდაკას

მერიის ერთ-ერთი სამსახურის მმართველია, ასეთი გადაწყვეტილება ეკონომიის მიზნით მიიღო - ტრადიციული მრავალდღიანი საქორწინო დღესასწაულები საკმაოდ ძვირი ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ 4-დან ერთ-ერთი ქალბატონი უკვე 12 წელია მისი ცოლია და 11 შვილიც გაუჩინა, მბგელეს თქმით, საქორწინო დღესასწაული არც მას აწყენს... სამხრეთ აფრიკაში მრავალცოლიანობა აკრძალული არ არის (თავად პრეზიდენტ ზუმას 3 ცოლი ჰყავს), თუმცა რამდენიმე ცოლის ყოლა მაინც იშვიათი მოვლენაა.