ბუმბულის კაბა - კვირის პალიტრა

ბუმბულის კაბა

ჩინეთის ქალაქ ნანძინში გამართულ საქორწინო კაბების გამოფენა-ფესტივალზე ჩინელმა დიზაინერებმა სრულიად უჩვეულო და ორიგინალური ნამუშევარი წარმოადგინეს - ნეფრიტით გაწყობილი საზეიმო კაბა ფაქტობრივად მთლიანად ფარშევანგის ბუმბულისგანაა შექმნილი! მის "შესაკერავად" 2000-ზე მეტი ფარშევანგის ულამაზესი კუდი დაიხარჯა.კაბის ღირებულება მილიონნახევარ დოლარზე მეტია. დიზაინერებს იმედი აქვთ, რომ საქორწინო კაბას "ახალი ჩინელები" თუ არ შეიძენენ, კარგ ფასად იქირავებენ მაინც.