"ღიმილი ცაზე" - კვირის პალიტრა

"ღიმილი ცაზე"

ახლახან ინგლისელები 8 წუთის განმავლობაში უნიკალური სანახაობის - "გადაბრუნებული" ცისარტყელას მოწმენი გახდნენ, რომელსაც ასევე "ღიმილი ცაზე" ჰქვია. ეს ფენომენი მხოლოდ პოლუსების მახლობლად გვხდება.

"ღიმილი ცაზე" ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა ღრუბლების თხელი ფენა დედამიწიდან 7-8 კმ-ით არის დაშორეული და მზე გარკვეული კუთხით ანათებს. ასეთ სიმაღლეზე ეს ფენა ყინულის კრისტალების მტვერს წარმოადგენს. ამიტომ გადაბრუნებული ცისარტყელა ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით კაშკაშაა, მისი შვიდი ფერიც ასევე უკუმიმდევრობითაა დალაგებული.