ყველაზე ციცაბო - კვირის პალიტრა

ყველაზე ციცაბო

გინესის მიხედვით, ამიერიდან მსოფლიოში ყველაზე ციცაბო "ამერიკული მთები" საშინელ ატრაქციონ "ტაკაბიშა"-შია - სადაც "ვარდნა" 43 სიმაღლიდან ხდება!

მთა ფუძის ახლოს აგებულმა "ტაკაბიშამ" პირველობა იორკშირულ "მამბო-ჯამბოს" ჩამოართვა და იაპონელ ახალგაზრდებს შორის უაღრესად პოპულარულია. აქ სწრაფდაშვება 112 წამს გრძელდება, სიჩქარე კი 100 კმ/სთ-ს აჭარბებს. "ტაკაბიშა" სულ 14 რეკორდის მფლობელია. დაშვების სიჩქარით კი პირველი ისევ აბუ დაბის "ფერარის სამყაროა", სიჩქარე იქ 241 კმ/სთ-ს აღწევს!