ისევ ის პამელაა - კვირის პალიტრა

ისევ ის პამელაა

ასაკშეპარული სუპერვარსკვლავების "გახდის კამპანიას", რასაკვირველია, ვერც 44 წლის პამელა ანდერსონი დააკლდებოდა. ამ მიზნით ამერიკელი მსახიობმა და მოდელმა მონაწილეობა მიიღო ახლახან ქალის თეთრეულის ფირმა Bonita de Mas-ის ფოტოსესიაში, სადაც საკმაოდ ეროტიკული ფოტოები მას ცნობილმა ფოტოგრაფმა შაი ეჰეზკელმა გადაუღო. პამელამ კი ყველა დაარწმუნა, რომ მისი სახელგანთქმული სხეული, ფაქტობრივად, დროს არ ემორჩილება.