ბალიშებით ომი შიშვლად - კვირის პალიტრა

ბალიშებით ომი შიშვლად

მასობრივი ”ტიტლიკანობით" სკანდალურად ცნობილმა დიზაინერმა და ფოტოგრაფმა სპენსერ ტუნიკმა თავისი ინსტალაცია, სახელწოდებით ”მძინარე მზეთუნახავები", ამჯერად ბელგიაში, ბრიუსელის მახლობლად მოაწყო. ტუნიკმა ტრადიციული სიშიშვლე ბოლო დროს პოპულარულ ბალიშებით ბრძოლასთან ”გააერთიანა". 800 მოხალისე ქალი და მამაკაცი ჰაასბეკის ციხესიმაგრის კედლებთან დედიშობილა შეება ერთმანეთს. მონაწილეთა მცირე ნაწილი ციხესიმაგრის ბაღსა და ორანჟერეაში შიშველ ქანდაკებებს განასახიერებდა. მომდევნო აქციას, მკვდარი ზღვის ”გადასარჩენად", ტუნიკი შემოდგომაზე ისრაელში გეგმავს...