ციცქნა პაბი - კვირის პალიტრა

ციცქნა პაბი

ახლახან კემბრიჯშირის სოფელ შეპრეტის მცხოვრებმა დურგალმა ტელესაკომუნიკაციო კომპანიისგან ძველი "კლასიკური" წითელი სატელეფონო ჯიხური გამოისყიდა და შიგ გახსნა პაბი (სახელწოდებით "ძაღლი და ძვალი" -  Dog and Bone), რომელიც გინესის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე პატარა მსგავსი დაწესებულებაა. პაბის სიგრძეც და სიგანეც 90 სმ-ია. აქაურებს "წერტი" ძალიან მოსწონთ. პაბში "კასრის ლუდის" დასალევად მუდამ რიგია.