მტაცებლებთან გალიაში - კვირის პალიტრა

მტაცებლებთან გალიაში

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქი ლუხანი მეტად უჩვეულო "ექსტრემალური ზოოპარკით" არის ცნობილი. მისი უნიკალურობა ისაა, რომ საულ რაღაც 50 დოლარად მწვავე შეგრძნებათა მოყვარულებს საშუალება ეძლევათ, გალიაში მტაცებლებთან "დროის გასატარებლად" შევიდნენ და მათთან ერთად ფოტოებიც გადაიღონ. ზოოპარკის ჩვეულებრივი, "უსაფრთხო" დათვალიერება 8 დოლარი ღირს. ლომთან, ვეფხვთან, ლეოპარდსა და სხვა დიდ მტაცებლებთან გალიაში შესვლის წინ ადმინისტრაცია მსურველისგან მხოლოდ "პატარა ფორმალობის" დაცვას ითხოვს: მოხალისეს ხელწერილს აწერინებენ, რომ თუ მტაცებელმა შეჭამა, ადმინისტრაციასთან პრეტენზია არ ექნება(!). რაც უნდა გასაკვირი იყოს, ზოოპარკს თავგადადებული ტურისტები მთელი მსოფლიოდან მრავლად აკითხავენ.