ეშვიანი ირემი - კვირის პალიტრა

ეშვიანი ირემი

ამ უჩვეულო ირემს ოფიციალურად წყლის ირემი ეწოდება. იგი ჩინეთისა და კორეის დიდ მდინარეებთან ბინადრობს. ბუნებამ ის რქების ნაცვლად ორი დიდი ეშვით დააჯილდოვა, რითაც თავს მტრებისგან მშვენივრად იცავს. წყლის ირემი კარგი მოცურავეა და საკვების ძებნაში კილომეტრებს სერავს. ეშვების სიგრძე საშუალოდ 6-8 სმ-ია, თანაც ისინი მოძრავია - ჭამისას ირემი მათ სპეციალური კუნთებით ჯაყვასავით კეცავს.