აუღებელი ბარიერი - კვირის პალიტრა

აუღებელი ბარიერი

კენიაში ფერმერთა კონფლიქტი ველურ სპილოებთან  საკმაოდ ხშირია, რასაც ორმხრივი მსხვერპლიც სდევს ხოლმე. ამიტომ ოქსფორდელმა ბიოლოგებმა ახალი მეთოდი შეიმუშავეს: სპილოებს ფუტკრებისა სასტიკად ეშინიათ, ამიტომ 17 ფერმას შემოავლეს ცოცხალი ღობეები - ყოველ 10 მ-ში სკაა.ცოცხალმა ბარიერებმა ფერმერებს თაფლიც მისცა და სიმშვიდეც - ფუტკრებმა წლის მანძილზე სპილოების 45 შემოსევა მოიგერიეს.