დათვმა ვეფხვი "აკურდღლა" - კვირის პალიტრა

დათვმა ვეფხვი "აკურდღლა"

ჩინეთში ჰიმალაის დათვი (იგივე უსურიის დათვი) უზარმაზარ უსურიის ვეფხვს არ შეეპუა და ბელები დაიცვა. მართალია, ჰიმალაის დათვი ჩვეულებრივ მურა დათვზე ორჯერ პატარაა და მისი წონა 150 კგ-ს იშვიათად აჭარბებს, მაგრამ ძალიან ძლიერი და სწრაფია.ადგილობრივები მას "სიპანგს", ანუ "უბედურებას" ეძახიან. ბუნებაში ვეფხვისა და მურა დათვის გარდა სიპანგს მტერი არ ჰყავს... გზად შემოყრილმა ვეფხვმა სცადა, ბელებთან მისასვლელად დათვისთვის შემოევლო, მაგრამ "უბედურებამ" არ დაახანა და... ისეთი სისწრაფით და გააფთრებით ეკვეთა დაუპატიჟებელ სტუმარს, კუდამოძუებულმა ზოლიანმა ""კატუნიამ" გადაწყვიტა, საკბილო სხვაგან ეძებნა...