მშიერი ბრუტუსი - კვირის პალიტრა

მშიერი ბრუტუსი

ავსტრალიაში ზღვის დიდი ნიანგების მსხვერპლი წელიწადში ათეულობით ადამიანი ხდება (ამას წინათ ნიუ-იორკის ექსგუბერნატორ მაიკლ როკფელერის შვილიც შეჭამეს), მაგრამ სახიფათო ატრაქციონს კლიენტი არ აკლია.საქმე ის არის, რომ სანახაობის მონაწილე 5,5 მ სიგრძის 80 წლის "ბრუტუსს" თათი აკლია, თუმცა კბილები ადგილზე აქვს და იოლი ლუკმის - ჯოხზე ჩამოცმული ხორცის ნაჭრისთვის წყლიდან დაუზარებლად ხტება.