რეკორდი სიგრძეში სულ იზრდება... - კვირის პალიტრა

რეკორდი სიგრძეში სულ იზრდება...

პარაგვაელებმა დედა-ესპანეთს "მოუჯოკრეს" და მსოფლიოში ყველაზე დიდი "ჰოთ-დოგი" დაამზადეს. მისი სიგრძე 203,8 მ-ია (ესპანელთა მიერ ქალაქ მალაგაში დამზადებული წინა "რეკორდსმენი" სულ 150 მ სიგრძისა გახლდათ). რეკორდი საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენას  - Expo 2011-ს დაამთხვიეს. 270 კგ-იანი  კერძის დამზადებას 245 შეფმზარეული, სპეციალური ღუმელი, 130 კგ ძეხვი და 140 კგ პური დასჭირდა. რეკორდი ჯერ გინესის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, შემდეგ კი "სუპერკერძი" ათას ნაწილად დაჭრეს და სტუმრებს ჩამოურიგეს.