"დეიდებო ბიძიებო, დაგვეხმარეთ..." - კვირის პალიტრა

"დეიდებო ბიძიებო, დაგვეხმარეთ..."

კარგა ხანია, ნიუ-იორკის "იუნიონის მოედნის" ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად იქცა განუყრელი წყვილი: ნიუ-იორკელი ახალგაზრდა მამაკაცი ჩარლი და მის თავზე ფეხმოუცვლელად მჯდომი კატა ნიკოლასი.წყვილი ყოველდღიურად ნებისმიერ ამინდში - წვიმაში, თოვლსა თუ ქარში მუდამ "ადგილზეა". ისინი ტურისტებისა და თანაქალაქელებისგან გასამრჯელოდ მხოლოდ რამდენიმე ცენტს ითხოვენ და შოულობენ კიდეც - ჩარლის შესანიშნავი იუმორისა და ნიკოლასის "მუსიკალური კნავილის" წყალობით...