ხანგრძლივი "ღრმა" კოცნა - კვირის პალიტრა

ხანგრძლივი "ღრმა" კოცნა

იტალიაში, ვერონის მახლობლად, პატარა ქალაქ კასტელნუოვო დელ გარდაში მდებარეობს ევროპის ყველაზე დიდი გასართობი პარკი "გარდალენდი", რომლის ფართობიც 50 ჰექტარზე მეტია. სწორედ "გარდალენდის" დიდ ოკეანარიუმში (შეა Lიფე) ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი ე.წ. ფრი-დაივერთა შორის სახელწოდებით -  "ყველაზე ხანგრძლივი წყალქვეშა კოცნა". ფრი-დაივერები წყალქვეშ აპარატურის გარეშე, მხოლოდ სუნთქვის შეკავების ხარჯზე ჩადიან. გაიმარჯვა იტალიელ "მკოცნელთა" წყვილმა - მარიჩამ და ბონინმა. მყვინთავებმა პრიზიც მოიგეს და პარალელურად მსოფლიო რეკორდიც დაამყარეს - 5 წუთი და 35 წამი.