"მცველ-ფრენდი" - კვირის პალიტრა

"მცველ-ფრენდი"

წინა უქმეებზე ჰოლი ბერიმ გვარიანი შიში ჭამა - მისი საცხოვრებლის ტერიტორიაზე ლოს-ანჯელესში, შაბათს, კვირასა და ორშაბათს ჯიუტმა ფანატმა სამჯერ ზედიზედ შეაღწია. საბოლოოდ, ამ ე.წ. სტალკერის დასაშოშმინებლად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო, თუმცა  მას სასამართლომ მხოლოდ 3 წლით იქ მიახლოება აუკრძალა... გვარიანად შეშინებული ჰოლი ქუჩაში მარტო ვეღარ გამოდის და სტრესის მოსახსნელად ბოიფრენდს - მსახიობ ოლივიე მარტინესს უხმო. ოლივიეც სუპერვარსკვლავს წუთითაც აღარ შორდება.