სადო-მაზო გაგა - კვირის პალიტრა

სადო-მაზო გაგა

ლედი გაგასგან საოცარი უკვე ის იქნება, ჩვეულებრივი ადამიანივით თუ ჩაიცვამს. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ბოლო დროს  "სადო-მაზო" სტილი შეუყვარდა, რისთვისაც სიდნეიში ამას წინათ კვერცხების სროლით გაუმასპინძლდნენ.თუმცა ავსტრალიიდან დაბრუნებული ვარსკვლავი მშობლიური ნიუ-იორკის რადიოში კვლავ შავ ტყავეულში გამოწყობილი, მაქმანიანი ნიღბითა და გამჭვირვალე მუშამბის ქვედაკაბით "დამშვენებული" გამოცხადდა... ყოველი შემთხვევისთვის, გაგას გარშემო სიტუაციას პირადი მცველები აქტიურად აკონტროლებდნენ.