კელი ბრუკის "ოინები" - კვირის პალიტრა

კელი ბრუკის "ოინები"

ახლახან 31 წლის სუპერვარსკვლავი, მსახიობი და მოდელი კელი ბრუკი იტალიაში, კუნძულ ისკიაზე, კინოფესტივალს ესტუმრა.ფესტივალის შემდეგ კი ლამაზმანმა თეთრი ბიკინით გაინავარდა იტალიურ პლაჟებზე, სადაც მშვენიერი სხეულის დემონსტრირებით მოსალოდნელი ფურორი მოახდინა. ბოლოს, აზარტში შესული ვარსკვლავი პაპარაცებს სპეციალურად საუკეთესო რაკურსით გადაღების საშუალებას აძლევდა. შედეგად მამაკაცთა იმდენად გაძლიერებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა, რომ შემცბარმა საღამოს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" იკითხა: - იტალიაში ქალები საერთოდ თუ არიანო...