ჯეი ლოს "სუპერშაბაში" - კვირის პალიტრა

ჯეი ლოს "სუპერშაბაში"

ამას წინათ ჯენიფერ ლოპესი ქმარს, თავისი ტყუპის მამას, მარკ ენტონის გაეყარა და გულის გადასაყოლებლად იალტაში უზბეკი ნავთობმაგნატის შვილის ქორწილში იმღერა.

ამ ერთ გამოსვლაში ლოპესმა გვარიანი შაბაში - 1,8 მილიონი დოლარი "აიკრა"! ოლიგარქმა აზამ ასლანოვმა საყვარელი ვაჟის ქორწილისთვის არაფერი დაიშურა და განსაცვიფრებელი შოუ მოაწყო. იალტიდან 15 კმ-ში ზღვის პირას  უზარმაზარი ხის სასახლე ააგებინა, რომელიც წითელი ხალიჩით მორთო.

სტუმრებს 100 საგულდაგულოდ შერჩეული მიმტანი ემსახურებოდა... ჯენიფერის გამოსვლა კი კინაღამ ჩაიშალა - თურმე მთელ შავ ზღვისპირეთში შუქი ჩაქრა და გაკვირვებულ ლოპესს (ექსსაბჭოთა მოქალქეებისთვის მსგავსი რა გასაკვირია?!) სანთლის შუქზე მოუწია სასცენოდ მზადებამ.