"ჩემპიონი დედა" - კვირის პალიტრა

"ჩემპიონი დედა"

ამერიკელი დონა სიმფსონი მსოფლიოში ყველაზე მსუქანი დედაა. გინესის მიხედვით, დონა მშობიარობის დროს 317 კგ-ს იწონიდა.

მაგრამ მას  მხოლოდ ეს ერთი რეკორდი არ აკმაყოფილებს და სურს, მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ქალიც გახდეს, რისთვისაც საკვების სახით დღეში 15000 კალორიას იღებს. საჭმელი მისთვის კი ახლომახლო მაღაზიებიდან 4 წლის ჟაკლინს მოაქვს - გოგონა დედას რეკორდის დამყარებაში ეხმარება. კვების ფულს დონას მის საიტზე რეგისტრირებული 7 ათასი მხარდამჭერი უგზავნის - მას ხომ სანუკვარ სარეკორდო 457 კგ-მდე სულ რაღაც 76 კგ აკლია!