"უცოდველი" უაინონა - კვირის პალიტრა

"უცოდველი" უაინონა

ბაცაცებს "კულტურულად" კლეპტომანებს ეძახიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე არც ისე უწყინარ ქურდობებს ეხება. ვარსკვლავთა "ქურდულ" სამეულში კი სულ ქალები აღმოჩნდნენ.

უცოდველსახიანმა უაინონა რაიდერმა სულ 124 ათასი დოლარის ძვირფასეულობა და 5 ათასი დოლარის ტანსაცმელი მოიპარა. მეორე ადგილზეა "ყაჩაღი" ლინდსი ლოჰანი. მან 2.500 დოლარის ძვირფასეულობა, 25 ათასის სუნამოები და 35-ათასიანი საათი "როლექსი" აწაპნა. მესამეზე კი "გულმავიწყი" მილიარდერი პერის ჰილტონია, რომლის "მონაპოვარი" სულ რაღაც 60-ათასდოლარიანი გულსაკიდია.