უკვდავი ვირთხა - კვირის პალიტრა

უკვდავი ვირთხა

ეს "აღმოსავლეთაფრიკული შიშველი ვირთხა" კაცობრიობის ახალი იმედია! საქმე ისაა, რომ მას სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ სრული იმუნიტეტი აქვს.

ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორის, ჟოაო მაგალაეშის თქმით, შვიდწლიანი შრომის შემდეგ ბრიტანელმა მეცნიერებმა მისი გენომის გაშიფვრა შეძლეს - "მარადიული ახალგაზრდობის ელექსირის" საფუძველი უკვე დადგენილია. სხვათა შორის, შიშველი ვირთხა 30 წელს ცოცხლობს - ეს ადამიანის 500-600 წლის ასაკს შეეფარდება...