სპილოების დასაცავად - კვირის პალიტრა

სპილოების დასაცავად

20 ივლისს კენიაში ბრაკონიერობისა და კონტრაბანდის საწინააღმდეგო აქცია ჩატარდა  - მთავრობამ საჯაროდ დაწვა 5 ტონა სპილოს ძვალი: 335 ეშვი და 40 ნაკეთობა, რისი საბაზრო ფასიც 16 მლნ დოლარს აღწევდა. კონტრაბანდა სინგაპურში დააკავეს და კენიას დაუბრუნეს. ქალაქგარეთ, მოედანზე დაზვინულ ბენზინმოსხმულ კონტრაბანდულ საქონელს ცეცხლი თავად კენიის პრეზიდენტმა მვაი კიბაკიმ წაუკიდა. აფრიკაში ნახევარ მილიონამდე სპილო ბინადრობს. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მტკიცებით, ეშვებზე მონადირენი სპილოებს სულ უფრო მეტ საფრთხეს უქმნიან. სპილოს ეშვებით ვაჭრობა საერთაშორისო კონვენციით, 1989 წლიდან აკრძალულია. ჩამორთმეული ეშვები კენიაში პირველად სწორედ 1989 წელს გაანადგურეს. კენიას სხვა ქვეყნებმაც მიჰბაძეს.