4-ეშვიანი შიშველი - კვირის პალიტრა

4-ეშვიანი შიშველი

ყველაზე გრძელი და თანაც ოთხი ეშვის მქონე ღორი ბაბირუსა მხოლოდ ინდონეზიაში, კუნძულ სულავესსა და რამდენიმე მახლობელ პატარა კუნძულზე ბინადრობს.

ადგილობრივი მოსახლეობა მასზე არა მარტო გემრიელი ხორცის, არამედ მისი ეშვებისთვისაც ნადირობს. ამიტომ ბუნებაში სულ 4 ათასი ბაბირუსა დარჩა და წითელ წიგნშია შეტანილი. ბაბირუსა პრაქტიკულად შიშველია, ჯაგარი თითქმის არა აქვს, საშუალოდ 80 კგ-ს იწონის. წყვილი ზედა ეშვი ზემო ყბიდან ისეა ამოზრდილი, რომ კანს ხვრეტს, მეორე წყვილი კი ქვედა ყბისაა.