კუს ნაბიჯით - კვირის პალიტრა

კუს ნაბიჯით

12 წლის 10-კილოგრამიან აფრიკულ კუს ტრავმის გამო წინა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექიმებმა კარგა ხანს იფიქრეს, სანამ პროთეზად ბორბალს აირჩევდნენ. პაციენტი თავს შესანიშნავად გრძნობს და ნებისმიერ ზედაპირზე, მართალია, კუს ნაბიჯით, სამაგიეროდ, დაუბრკოლებლად დადის.