გოლიათი ბაყაყი
მსოფლიოში ყველაზე დიდ ანუ გოლიათ ბაყაყს ასევე ეწოდება - "გოლიათი ბაყაყი"(Rana goliaph). მისი საშუალო სიგრძე 35-40 სმ-ია, წონა 3-3,5 კგ (აღწერილია 90 სმ სიგრძისა და 6 კგ წონის ეგზემპლარებიც). საინტერესოა, რომ იგი ბინადრობს მხოლოდ კამერუნის სამხრეთ-დასავლეთსა  და ეკვატორული გვინეის ტროპიკული მდინარეების ჩანჩქერებში, სადაც ტემპერატურა 22 გრადუსზე დაბლა არ ეშვება. გოლიათს, სხვა ბაყაყებისგან განსხვავებით, კრისტალურად სუფთა წყალი და ჩრდილიანი ადგილები უყვარს და  ჩანჩქერების პირას, კლდეებზე ატარებს დროს. ძირითადად მწერებით იკვებება. ადგილობრივი
მოსახლეობა მას საკვებად იყენებს, თუმცა გოლიათის დაჭერა ძალიან ძნელია, რადგან მეტად ფრთხილი და თვალმახვილიც არის - საფრთხეს 40 მ მანძილიდან ამჩნევს და მაშინვე ჩანჩქერის სიღრმეში იმალება.  

დევიდ აირონს
15 აგვისტო 2011 07:01
მკითხველნო: ბაყაყი იხილეთ სურათზე (მარცხნივ)! D:)

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?