ყველაზე დიდი მხატვარი - კვირის პალიტრა

ყველაზე დიდი მხატვარი

ახალგაზრდა მარტორქა, სახელად "მეჩი", თანამედროვეობის ყველაზე დიდი მხატვარია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ინდიანას შტატის ცხოველთა თავშესაფარში პიკასოს ადარებენ, არამედ... ტონა-ნახევარს იწონის.ადგილობრივ მაღაზიაში მისი "ნატიურმორტები"  იყიდება, თანხა კი "ბუნებრივ პირობებში მარტორქების გადარჩენის ფონდში" მიდის - სხვათა შორის, ამერიკაში "მეჩი" ნეპალიდან მას მერე მოხვდა, რაც ბრაკონიერებმა დედა მოუკლეს. თავშესაფარში კი დეპრესიის მოსახსნელად მისმა მომვლელმა ბრედ ფიტჩერმა ხატვა ასწავლა და  "მოწაფის თვითნაბადი ნიჭით" ძალიან ამაყობს. თავის შედევრებს "მეჩი" ზედა ტუჩით ქმნის, რომელიც მარტორქებს ძალიან მგრძნობიარე ჰქონიათ.