34-თითა
ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში დაბადებული უკვე ერთი წლის აშკატ საქსენი მსოფლიოში ყველაზე მეტი თითის მქონე ადამიანია - მას ოთხივე კიდურზე სულ 34 თითი აქვს.რეკორდი გინესის წიგნში უკვე დაფიქსირდა. რეკორდსმენს 7-7 თითი მტევნებზე აქვს, 10-10 კი ტერფებზე. დედის თქმით, აშკატი პირველი შვილია და მშობლები აპირებენ, მის მრავალთითიანობას (იგივე პოლიდაქტილიას) უმკურნალონ და ზედმეტი თითები ქირურგიული გზით მოაცილონ. სხვათა შორის, გინესის წინა რეკორდსმენი 6 წლის ჩინელი ბავშვი იყო, რომელსაც ხელებზე 15, ფეხებზე კი 16
თითი ჰქონდა. შემდგომში პატარას ზედმეტი თითები მოჰკვეთეს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები