34-თითა - კვირის პალიტრა

34-თითა

ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში დაბადებული უკვე ერთი წლის აშკატ საქსენი მსოფლიოში ყველაზე მეტი თითის მქონე ადამიანია - მას ოთხივე კიდურზე სულ 34 თითი აქვს.რეკორდი გინესის წიგნში უკვე დაფიქსირდა. რეკორდსმენს 7-7 თითი მტევნებზე აქვს, 10-10 კი ტერფებზე. დედის თქმით, აშკატი პირველი შვილია და მშობლები აპირებენ, მის მრავალთითიანობას (იგივე პოლიდაქტილიას) უმკურნალონ და ზედმეტი თითები ქირურგიული გზით მოაცილონ. სხვათა შორის, გინესის წინა რეკორდსმენი 6 წლის ჩინელი ბავშვი იყო, რომელსაც ხელებზე 15, ფეხებზე კი 16 თითი ჰქონდა. შემდგომში პატარას ზედმეტი თითები მოჰკვეთეს.