დაგვიანებული ბოცვერი - კვირის პალიტრა

დაგვიანებული ბოცვერი

შვედეთის ქალაქ ერებრუში რატომღაც ახლა გაახსენდათ, რომ აღმოსავლური კალენდრით 2011 წელი "ყვითელი მეტალის ბოცვრის" წელია და ცენტრალურ მოედანზე უზარმაზარი ყვითელი ბოცვერი წამოაკოტრიალეს. მწოლიარე გოლიათის სიმაღლე 15 მ, სიგრძე კი 9 მ-ია. ხისგან დამზადებული "მსოფლიოს ყველაზე დიდი ბოცვერი" მხოლოდ 20.000 დოლარი დაჯდა, თუმცა ნახევარი ქალაქი ისტორიულ ცენტრში გიგანტური ინსტალაციის კატეგორიული წინააღმდეგია და რაც შეიძლება მალე მის დემონტაჟს მოითხოვს.