"ბუშტოლოგია" - კვირის პალიტრა

"ბუშტოლოგია"

საპნის ბუშტებით გატაცებულ სემ ჰიტს, რომელსაც საპნის საიდუმლო რეცეპტიც აქვს გამოგონებული, უკვე "ბუშტოლოგს" (Bubbleologist) ეძახიან.სემმა ახლახან გინესის რიგით მეშვიდე რეკორდი დაამყარა - დიდი საპნის ბუშტის შიგნით კიდევ 56 პატარა საპნის ბუშტი გაბერა (მისივე რეკორდი 49 ბუშტი იყო). "ბუშტოლოგის" გამოსვლა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გახსნაზეც იგეგმება. რეცეპტის საიდუმლოს გამჟღავნებაზე კი სემი უარს აცხადებს.