"ფიესტა" კი უესტში - კვირის პალიტრა

"ფიესტა" კი უესტში

ჰემინგუეის დაბადების დღესთან დაკავშირებით (21 ივლისი) ქალაქ კი უესტში, სადაც მან მრავალი წელი გაატარა და მისი ყველაზე ცნობილი მუზეუმიც არის, 19-დან 24 ივლისამდე ტრადიციული ფესტივალი ჩატარდა. დიდი მწერლის ორეულების კონკურსში გაიმარჯვა  64 წლის ფლორიდელმა მეტ ჯინეომ, რომელიც კონკურსში მეთორმეტედ მონაწილეობდა - ჟიურიმ ის 120 მონაწილეს შორის გამოარჩია. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ასევე მოკლე მოთხრობების კონკურსი, შეჯიბრება "ცისფერი მარლინების" (იგივე შიმშერა-თევზის) ჭერასა და, რაც მთავარია, "ხარების რბოლა ქუჩებში" ჰემინგუეის უკვდავი რომანის "ფიესტის" პატივსაცემად.