უჩვეულო პაციენტი - კვირის პალიტრა

უჩვეულო პაციენტი

ფლორიდაში, ზღვაში, საზეიმოდ გაუშვეს 70 კგ-იანი ზღვის კუ, რომელიც 1 წლის წინ კინაღამ კატარღის ხრახნს ემსხვერპლა. ხრახნმა 50 კგ-იანი ბაკანი რამდენიმე ადგილას გადაუსერა. ვეტერინარულ კლინიკაში კუს გადარჩენას და ბაკნის სრულად აღდგენას მთელი წელი დასჭირდა. "ბაკნის აღდგენას ანალოგი დღემდე არ ჰქონია - ჩემს კარიერაში ეს ყველაზე უჩვეულო პაციენტია", - განაცხადა ვეტერინარმა ბრიტანი მილერმა, რომელმაც პაციენტთან განშორებისას სანაპიროზე ცრემლი ვერ დამალა...