"მშვენიერი ელენე" - კვირის პალიტრა

"მშვენიერი ელენე"

ქალებსა და მამაკაცებში მსოფლიოს ყველაზე ლამაზი სხეულის მქონე ადამიანების დასადგენად სპეციალური გამოკითხვა ფიტნესკლუბების რამდენიმე ათასზე მეტ კლიენტს შორის ჩატარდა და მოულოდნელად დასრულდა.სხეულის სილამაზეში საკმაოდ გარკვეულმა რესპონდენტებმა ქალ პრეტენდენტთა შორის პირველ ადგილზე ყველაზე ასაკოვანი - 66 წლის ჰელენ მირენი დააყენეს, მან ხმების 17%-ზე მეტი მიიღო. ქალთა და მამაკაცთა ხუთეულები ასე გამოიყურება.  ქალები: ჰელენ მირენი (17, 65%), ელ მაკფერსონი (10,6), კელი ბრუკი (8,35), ჯენიფერ ლოპესი (6,6), შერილ კოული (5,35). მამაკაცები: დევიდ ბექჰემი (21), დანიელ კრეიგი (15,75), ჯონი დეპი (10,25), ბრედ პიტი (9,35), პიტერ ანდრე (6,65).