ალპების გადალახვა - კვირის პალიტრა

ალპების გადალახვა

ავსტრიელმა ექსტრემალმა სპორტსმენმა დევიდ ვაიხენბერგერმა ალპები ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ერთბორბლიანი ველოსიპედით გადალახა!12 დღეში მან მთებში 400 კმ გაიარა, ყოველდღიურად 12-14 საათს მიდიოდა, ღამეებს კი ალპურ საძოვრებზე ათევდა. დევიდმა აღიარა, რომ დისტანციის გავლა გაცილებით ძნელი და სახიფათო აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდა, თუმცა ახალი რეკორდები უკვე დაგეგმა. სხვათა შორის, უშიშარი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონია ველოსიპედით ბუნებრივ რელიეფზე მთიდან სწრაფდაშვებაში.