"მარადიული სიყვარულის" ბოქლომი - კვირის პალიტრა

"მარადიული სიყვარულის" ბოქლომი

პარიზის "ხელოვნების ხიდზე" მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ წყვილთა ტრადიცია დამკვიდრდა - მიჯნურები ბოქლომს, რომელზეც მათი სახელებია ამოტვიფრული, ხიდზე ამაგრებენ და გასაღებს სენაში აგდებენ "მარადიული სიყვარულის" ნიშნად.ხანდახან წყვილები გასაღებს მცირეწლოვან შვილებსაც აძლევენ, რათა წლების შემდეგ მან აიღოს თავისი მშობლების ერთმანეთისადმი "ერთგულების სიმბოლო"... ათასობით ბოქლომის გამო ამჟამად ხიდზე თავისუფალი ადგილი აღარაა, პარიზის მერია შეყვარებულთა დასახმარებლად ხიდზე "ლითონის ხეების" დადგმას გეგმავს.