ჰამბურგის "სირინოზი" - კვირის პალიტრა

ჰამბურგის "სირინოზი"

გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ ჰამბურგში, ბინენალსტერის ტბაში, ქერა "სირინოზმა" დაიდო ბინა, რომელსაც აშკარად "მაკიაჟის კურსიც" აქვს ჩატარებული.ჰამბურგის  "რეკლამის აკადემიის" შეფისა და ცნობილი სარეკლამო სააგენტოს მფლობელ ოლივერ ფოსის ინიციატივით შექმნილი გიგანტური ქანდაკება 2 ტონას იწონის და 30 მ სიმაღლისაა. ფოსის აზრით, სირინოზმა ყველას უნდა დაუმტკიცოს, რომ ჰამბურგი "არაორდინარული და შემოქმედებითი ადამიანების ქალაქია". ქანდაკება კერძო სახსრებით შეიქმნა და, მერიის ნებართვით, მხოლოდ 10 დღეს უნდა "ეცოცხლა", თუმცა უამრავი ჰამბურგელის  თხოვნით, ქერა ლამაზმანი "შეიწყალეს" და  ქალაქს გაცილებით დიდხანს დაამშვენებს...