კეტი პერი ლედი გაგას "ამარცხებს" - კვირის პალიტრა

კეტი პერი ლედი გაგას "ამარცხებს"

26 წლის მეტად წარმატებული კეტი პერი ნიუ-იორკში, 3D საბავშვო მულტფილმის პრემიერაზე საკუთარი სუნამოს, Purr-ის, გამაბრუებული სურნელითა და მოულოდნელად მეტისმეტად მოკლე კაბით წარდგა: "დიახ, კაბა საბავშვო აუდიტორიისთვის ცოტა არ იყოს, მოკლეა, მაგრამ მაინცდამაინც არაფერი", - განაცხადა სუპერვარსკვლავმა, რომელიც მულტფილმში მთავარ გმირს ახმოვანებს. საერთო აზრით, კეტი ყველაფერში ლედი გაგას ეჯიბრება, მათ შორის სიშიშვლეშიც... სხვათა შორის, კეტი ლედი გაგას მხოლოდ ერთი საფეხურით ჩამორჩება სპეციალურ გამოკითხვაში - "ვარსკვლავები, რომლებიც ხალხს ყველაზე მეტად აინტერესებს". სამაგიეროდ, აშკარად უსწრებს ნომინაციების რაოდენობით მუსიკაში - MTV-ის წლევანდელ კონკურსზე პერი 9 პრემიაზეა წარდგენილი, მეორეზე მყოფი ადელი - 7-ზე, შარშანდელ ტრიუმფატორ ლედი გაგას კი სულ 3 ნომინაცია ელის. პრინციპულ მეტოქეებს შორის წლის "საბოლოო გამარჯვებული" 28 აგვისტოს გამოვლინდება.