უკვდავების გასაღები - კვირის პალიტრა

უკვდავების გასაღები

ადამიანი დასაბამიდან ოცნებობს უკვდავებაზე, ამიტომ ვერავითარი აღთქმა საიქიო ცხოვრებისა ვერ ათქმევინებს უარს იმ ელექსირის ძიებაზე, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრები ტკბობას გაუხანგრძლივებდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვდავების ელექსირი ლეგენდებში დარჩა, არსებობს სისტემები სიცოცხლის გახანგრძლივებისა. სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს:

- ლოცვა ჭამის წინ ან რელიგიის შესაბამისი სხვა რიტუალი.

- გემოს ენერგიის სწორად გამოყენება. საამისოდ: ყოველდღე, არანაკლებ 15 წუთისა, უნდა მოხდეს ყურადღების კონცენტრაცია ენის წვერზე. სწორი კონცენტრაციის შემთხვევაში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ნერწყვი, რომელიც მოტკბო გემოსია. ეს ჩვევა საგრძნობლად შეამცირებს საკვების რაციონს, დაგაკმაყოფილებთ სულ უბრალო საკვებიც კი და მოგცემთ საშუალებას, დიდი ხნის განმავლობაში გაძლოთ უჭმელმა.

- სიცილის მედიტაცია. საამისოდ: გაღვიძებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ჯერ კიდევ ლოგინში მწოლიარემ დაიწყეთ სიცილი. ეს კარგი განწყობილების საწინდარია მთელი დღის განმავლობაში.