წინაპრების თილისმები - კვირის პალიტრა

წინაპრების თილისმები

ღილი - თუ შავმა კატამ გადაგირბინათ, ღილს მოჰკიდეთ ხელი, ყველაფერი წესრიგში იქნება.

საპონი ჯიბეში - დაგიცავთ თვალისაგან.

ლურსმანი - ჩაარჭვეთ კედელში, თან იფიქრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ. თქვით: როგორც რკინა ერჭობა კედელში, ასევე წაიღოს წუხილი ჩემი.

ნემსი, მაკრატელი, დანა და მისთანანი - არავის აჩუქოთ, ჩხუბი იცის. ავი თვალისაგან ოჯახის დასაცავად ჩაარჭვეთ კარებში დანა ან ნემსი მახვილი ბოლოთი გარეთ მიმართული. მაკრატელი გახსნილი არ დატოვოთ. ჩხუბი იცის. ახალფეხადგმულ ბავშვს დანა გაუტარეთ ფეხის ტერფებს შორის, მოსალოდნელ ხიფათებს ააშორებს.

წითელი ცხვირსახოცი - მოაბით სკამის ფეხს წითელი ცხვირსახოცი და დაკარგულ ნივთს იპოვით.

სახლის კარი - თუ რაიმე სურვილი გაქვთ, გადააბიჯეთ ზღურბლს, გულში თქვით თქვენი სურვილი, უკან გადმოაბიჯეთ და მიხურეთ კარი. სურვილი შეგისრულდებათ.

სარკე - შემოსასვლელი კარის პირდაპირ დადგით ან დაკიდეთ. სახლში შემოსასვლელ ყველა ხიფათს აირეკლავს. პატარა სარკე მედალიონივით ჩამოიკიდეთ ყელზე. ყოველგვარ ხიფათს აგაშორებთ. თუ სარკე გატყდა, ნამტვრევებიანად ჩაფალით მიწაში. ნაჩუქარი სარკე ყოველი შემთხვევისათვის ნაკურთხი წყლით გაწმინდეთ.