"წყლის ფორმულა-1" - კვირის პალიტრა

"წყლის ფორმულა-1"

ამას წინათ უკრაინაში ჩატარდა "ფორმულა-1 წყალზე", საკვალიფიკაციო რბოლა, რომელშიც 20 ევროპული გუნდი მონაწილეობდა. "ფორმულა-1 წყალზე" 1962 წლიდან ტარდება და ხმელეთის შეჯიბრებებზე არანაკლებ პოპულარულია - მისი ტრანსლირება 100 ქვეყანაში მიმდინარეობს და 300 მილიონი კაცი გულშემატკივრობს. უსწრაფესი "წყლის ბოლიდების" ფასი მილიონებს აღწევს და "ფორმულა-1"-ის ბოლიდებს არაფრით ჩამოუვარდება - მისი სიგრძე დაახლოებით 6 მ-ია, სიგანე - 2,1 მ. 100 კმ/სთ სიჩქარეს 2,8 წამში აღწევს, ნავი-ბოლიდების მაქსიმალური სისწრაფე 250 კმ/სთ-ია. ძრავა 400 ცხენის ძალის სიმძლავრისაა, კორპუსი - სინთეტიკური კევლარის და ნომექსისგან მზადდება, იწონის 400 კგ-ს. ეს რბოლა ხმელეთზე შეჯიბრებებისგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ პილოტი მუდამ ყურადღებით უნდა იყოს, რათა უმძლავრესი "ნავი-ბოლიდი" არ გაფრინდეს...