"უკუღმართი" მორბენალი - კვირის პალიტრა

"უკუღმართი" მორბენალი

ნიუ-დელელი პურან ჩანდი  6 წელია, რაც უკუღმა - ზურგით დარბის... რის გამოც მას "ადამიანი-კიბორჩხალა" შეარქვეს. პურანს 1500 კმ-ზე მეტი აქვს ასე ნარბენი და "პარაოლიმპიურ" თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვებასაც გეგმავს.ასეთ სირბილს "რეტროსირბილი" ეწოდება და ევროპაში მისი კლუბებიც არსებობს, თუმცა მილიარდიან ინდოეთში ჩანდი ამ სპორტის ერთადერთი მიმდევარია. სირბილისას კი ტონუსისთვის იგი მუდმივად მშობლიური - "ბოლივუდის"  მუსიკას უსმენს.