"უმცროსი ტერმინატორი" - კვირის პალიტრა

"უმცროსი ტერმინატორი"

"ტერმინატორი" დაბერდა და სარეკლამო კომპანიებიც და პაპარაცებიც მის ვაჟზე "გადაერთვნენ" - პატრიკ შვარცენეგერი ახლახან პირველ რეკლამაში გადაიღეს მიკ ჯაგერის ქალიშვილთან, ჯორჯია მეისთან ერთად. ჯორჯია ჯინსის კომპანია "ჰადსონის" სახეა, ფირმას კი ერთი სუპერვარსკვლავის შვილი“"ეცოტავა"”და პატრიკიც მიიწვია. შესანიშნავი გარეგნობის მქონე 18 წლის უმცროსი შვარცენეგერი რომანებში გახვეული ექსგუბერნატორისა და მისი კანონიერი მეუღლის, მარია შრაივერის ვაჟია.